Latest posts by Aliq Media (see all)
29 ნოემბერს საქართველოში სომხთის რესპუბლიკის ახლად დანიშნულმა ელჩმა რუბენ სადოიანმა რწმუნებულების სიგელი საქართელოს პრეზიდენტს გიორგი მარგველაშვილს გადასცა. საქართველოს პრეზიდენტმა ელჩს პოზიციის დაკავება მიულოცა და მას წარმატება უსურვა, ასევე იმედი გამოთქვა, რომ ელჩი სადოიანი თავისი აქტიური საქმიანობით ახალ გვერდს გადაშლის ქართულ-სომხურ ურთიერთობებში.
საქართველოს პრეზიდენტმა ელჩს ასევე სომხეთსა და ევროკაშირს შორის ყოვლისმომცველი და გაფართოებული პარტნიორობის შეთანხმებაზე ხელმოწერა მიულოცა.
პრეზიდენტმა მარგველაშვილმა კმაყოფილებით გამოხატა ორ ქვეყანას შორის ასებული აქტიური პოლიტიკური დიალოგის და მაღალი დონის ინტენსიური ურთიერთობების გამო.
პრეზიდენტმა და ელჩმა აღნიშნეს, რომ ქართულ-სომხური განვითარებადი ურთიერთობები შეესაბამება ორი ერის საუკუნოვან ახლო ურთიერთობებს.