სომხეთში არის ნავთობი და გაზი, ეს ფაქტი სპეციალისტების მუშაობამ დაამტკიცა”, – განაცხადა “ინტეგრალ პეტროლის” გენერალურმა დირექტორმა ვაჩანგან პეტროსიანმა.
2012 წლიდან კომპანია მუშაობს ნავთობისა და გაზის მეორე კვლევით ბლოკზე. ქვეყანაში ექვსი ასეთი ბლოკია: არარატის, არმავირის, კოტაიქის და არაგაწოტნის პროვინციებშია განთავსებული.
“საბჭოთა ექსპედიციებმა ნავთობისა და გაზის შესახებ მრავალი კვლევა ჩაატარეს. დაზვერვითი სამუშაოების პიკი 80-იან წლებში იყო. სამწუხაროდ, ეს სამუშაოები სრულად არ დასრულებულა და არ გაანალიზებულა. ეს იგივეა, რაც პაციენტს ათეულობით ტესტი ჩაუტარო, მაგრამ დიაგნოსტიკა არ გაუკეთო”, – განაცხადა პეტროსიანმა.
სამუშაოების გასაგრძელებლად, “ინტეგრალ პეტროლი” საჭიროდ მიიჩნევს ითანამშრომლოს მთავრობასთან, განიხილოს ტექნიკური ხარჯების და სხვა საკითხები. ხელისუფლების გადაწყვეტილება მათ საშუალებას მისცემს მოახდინონ მოპოვების ეკონომიკური მიზანშეწონილობა და დიდი ინვესტიციების მოზიდვა, დაამატა პეტროსიანმა.
“სომხეთი ყოველწლიურად დაახლოებით 1 მილიარდ დოლარს ხარჯავს ნახშირწყალბადების იმპორტზე. ქვეყნის მინერალური რესურსები 9 მილიარდ დოლარს შეადგენს. ჩვენი ნავთობისა და გაზის სფეროს გახსნა და ექსპლუატაცია მნიშვნელოვნად შეამცირებს ბლოკადის მიერ გამოწვეულ ზარალს, გააძლიერებს ჩვენს დაცვას და რეპატრიაციას შეუწყობს ხელს “, – დასძინა ბიზნესმენმა.
Latest posts by ანნა ტანდარიანი (see all)
- ქალები შუშის ჭერქვეშ - 25/03/2021
- “ქალების სრულყოფილების ფორმულა” - 24/03/2021
- ქალთა შრომითი ურთიერთობები და გენდერული როლები - 12/03/2021