არამ სარგსიანი: ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირში გაწევრიანებიდან ერთ წელში პირდაპირი ინვესტიციები მკვეთრად შემცირდა

კოლაიცია “გამოსავალის” მიერ წარდგენილი კანონპროექტის”სომხეთის რესპუბლიკის ევრაზიის ეკონომიკური კავშირის ხელშეკრულების შეჩერების პროცესის დაწყების შესახებ” საპარლამენტო მოსმენების დროს სიტყვით კოალიციის წევრი არამ სარგსიანი სიტყვით გამოვიდა.

მან დეპუტატებს სტატისტიკა გააცნო, იმის შესახებ თუ რამდენად იკლო  ინვესტიციებმა მას შემდეგ, რაც სომხეთი ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირს შეუერთდა.

არამ სარგსიანის თქმით, 2013 წელს, როდესაც სომხეთი ევრაზიული ეკონომიკური კავშირის წევრი არ იყო, ქვეყანაში პირდაპირი ინვესტიციები 597 მილიონ დოლარს შედაგენდა. 2014 წელს ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირში გაწევრიანებიდან ზუსტად ერთი წლის შემდეგ ინვესტიციებმა 347 მილიონი დოლარი შეადგინა, 2015 წელს – 245 მილიონი, 2016 წელს – 168 მილიონი.

ინვესტიციების შემცირების  მიზეზად დეპუტატი არამ სარგსიანი ევრაზიული ეკონომიკური კავშირის წევრობას და მთავარი მოთამაშის, რუსეთის მიმართ სანქციებს ასახელებს.

კოალიცია “გამოსავალის” დეპუტატმა ასევე ივარაუდა, რომ ორი ან ოთხი წლის შემდეგ სომხეთი კავშირს დატოვებს ან ეს სტრუქტურა აღარ იარსებებს, თუმცა სომხეთისთვის ეს პერიოდი დაკარგული წლებია.

Leave a Reply