Latest posts by Aliq Media (see all)
ეროვნული კრება კოალიცია “გამოსავლის” მთავრობისადმი მიმართვას განიხილავს, რომელიც სომხეთის რესპუბლიკის სამოქალაქო ავიააციას ეხება.
საკითხი დეპუტატამა ნიკოლ ფაშინიანმა დააყენა და აღნიშნა, რომ სომხეთის ავიაციის წლიური ბრუნვა 500 მილიონ დოლარს აღწევს. მხოლოდ “ზვართნოცის” აეროპორტიდან 206 ფრენა ხორციელდება, საიდანაც 110, ანუ 53% რუსული კომპანიებია.
მან ასევე აღნიშნა, რომ ფრენების 39% რუსეთის მიმართულებით ხორციელდება, ქალაქ გიუმრის აეეროპორტიდან კი მხოლოდ მოსკოვის მიმართულებითაა ფრენები. მისი თქმით, ამ მოცემულობის მიუხდედავად, ერთადერთ სომხურ ავიაკომპანია “არმენიას” მოსკოვის მიმართულებით ფრენები არა აქვს.
ფაშინინმა ასევე საქართველოს მაგალითი მოიყვანა და აღნიშნა, რომ მიუხედავად იმისა, რომ აეროპორტი თურქული კომპანიის მიერ იმართება, თურქული ავიარეისები ფრენების მხოლოდ 20%-ს შეადგენენ.
დეპუტატმა სარგსიანმა ასევე ისაუბრა თემის გარშემო და აღნიშნა, რომ ჰაერის გადასახადის 10 000 დრამის (დაახლვებით 20$) პოლიტიკა ხორციელდება მხოლოდ ქალაქ გიუმრის აეროპორტში, და ამის მიზეზსს ხედავს იმაში, რომ გიუმრიში მხოლოდ რუსული კომპანიები მიფრინავენ, და “ჩვენ ეს პრიორიტეტი მათ მივეცით”-აღნიშნა დეპუტატმა.