სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, კარენ კარაპეტიანმა ირანის ისლამური რესპუბლიკის პირველ ვიცე-პრეზიდენტს, ესჰაღ ჯაჰანგირის, სამძიმრის წერილი გაუგზავნა, და მწუხარება გამოთქვა იმ ასობით გარდაცვლილი ადამიანის გამო, რომლებიც ქერმანშაჰის რეგიონში სოფლ აზგალეს მახლობლად, ერაყის საზღვართან მომხდარ მიწისძვრას ემსხვერპლნენ.
აღსანიშნავია, რომ ირანში კატასტროფების მართვის ეროვნული ცენტრის მიერ გავრცელებული მონაცემების თანახმად, ირანის დასავლეთში მომხდარი მიწისძვრის მსხვერპლთა რაოდენობამ 328-ს მიაღწია. მიწისძვრის შედეგად, დაახლოებით, 2500 ადამიანი დაშავდა.
გავრცელებული ინფორმაციით, ერაყში მომხდარი მიწისძვრის შედეგად 11 ადამიანი დაიღუპა და 130 დაშავდა, დაახლოებით 70 000 ადამიანი კი უსახლკაროდ დარჩა. მათთვის დროებითი კარვების გაიშლება. პრეზიდენტმა ჰასან როჰანმა ბრძანება გასცა ყველა დაზარალებულს საჭირო დახმარება აღმოჩინონ.
Latest posts by ანნა ტანდარიანი (see all)
- ქალები შუშის ჭერქვეშ - 25/03/2021
- “ქალების სრულყოფილების ფორმულა” - 24/03/2021
- ქალთა შრომითი ურთიერთობები და გენდერული როლები - 12/03/2021