სომხეთსა და ევროკავშირს შორის შეთანხმების ხელმოსაწერად ბარიერი არ არსებობს

ევროკავშირის ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოებაზე მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისარმა იოჰანეს ჰანმა სომეხ დეპუტატებთან შეხვედრაზე კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ვერანაირ ბარიერს ვერ ხედავს სომხეთსა და ევროკავშირს შორის ღრმა და ყოვლისმომცველი თანამშრომლობის შეთანხმების ხელმოსაწერად.

ამის შესახებ სომხეთის ეროვნული კრების  (პარლამენტი) ევროპული ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე კომიტეტეის თავმჯდომარემ, კოალიცია „წარუკიანის“ წევრმა ნაირა ზოჰრაბიანმა განაცხადა.

„ჩვენი პარტიის დელეგაციას ორი დღის განმავლობაში ბრიუსელში სხვადსხვა შეხვედრა ჰქონდა. შევხვდით ასევე ევროკომისარ იოჰანეს ჰანს, რომელმაც კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ დოკუმენტზე ხელმოსაწერად, როგორც ევროპელი, ასევე სომხური მხარის მხრიდან რაიმე ბარიერი არ არსებობს“- განაცხადა ზარუჰი ფოსტანჯიანმა.

დეპუტატმა ასევე აღნიშნა, რომ 1-ელ დეკემბერს, 11:00 საათზე ეროვნულ კრებაში საპარლამენტო მოსმენა გაიმართება სომხეთის რესპუბლიკასა და ევროკავშირის ჩარჩო ხელშეკრულების საკითხზე. ნაირა ზჰრაბიანმა იმედი გამოთქვა, რომ შეთანხმებას ხელი 24 ნოემბერს მოეწერება.

დეპუტატმა ზოჰრაბიანმა ისიც აღნიშნა, რომ ვიზიტის ფარგლებში მხარეებმა ასევე ევროკავშირთან ვიზალიბერალიზაციის საკითხებიც განიხილეს.

araratnews.am

Leave a Reply