ოფიციალური ვიზიტით სომხეთში მყოფი მოლდოვის პრეზიდენტი იგორ დოდონისთვის დღეს პრეზიდენტ სერჟ სარგსიანის სახელით ოფიციალური მიღება გაიმართა.
შეხვედრისას, პრეზიდენტებმა ისაუბრეს სომხეთში მოლდოვის პრეზიდენტის ოფიციალური ვიზიტის პირველი დღის შედეგებზე, სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობების განვითარების პოტენციალსა და პერსპექტივებზე, ორი ხალხის ისტორიულ კავშირებზე, ასევე მოლდოვის სომხური საზოგადოების მნიშვნელოვან როლზე სომხურ-მოლდოვური მეგობრობის გაძლიერების საქმეში.
ორი ქვეყნის პრეზიდენტებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს თავიანთი მზაობა სახელმწიფოებს შორის ურთიერთობების განმტკიცებისა და თანამშრომლობის გაღრმავების, ერთობლივი პროგრამებისა და იდეების განხორციელების, სომხეთსა და მოლდოვას შორის მეგობრობისა და თანამშრომლობის გაღრმავებისა საკითხებში.
Latest posts by ანნა ტანდარიანი (see all)
- ქალები შუშის ჭერქვეშ - 25/03/2021
- “ქალების სრულყოფილების ფორმულა” - 24/03/2021
- ქალთა შრომითი ურთიერთობები და გენდერული როლები - 12/03/2021