Latest posts by Aliq Media (see all)
8 ნოემბერს, ყარაბაღის მთავრობასთან მიღებული შეთანხმების თანახმად, ეუთოს მისიამ ქალაქ მარტაკერტიდან ჩრდილოეთის მიმართულებით ყარაბაღისა და აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების შეხების ხაზის გეგმიური დაკვირვება განახორციელა, წერს სააგენტო tert.am.
შეხების ხაზის ერთ მხარეს დაკვირვება ეუთოს მოქმედი თავმჯდომარის პირადმა წარმომადგელმა, ფედერაციულმა ასისტენტებმა გენადიე პეტრიკამ (მოლდოვა) და ოგნენ იოვიჩმა (ბოსნია და ჰერცოგოვინა) განახორციელეს.
შეხების ხაზის მეორე მხარეს დაკვირვება განახორციელა ეუთოს მოქმედი თავმჯდომარის პირადმა წარმომადგელმა, ფედერაციულმა ასისტენტებმა მიხაილ ოლარუ (მოლდოვა) და ეუთოს მოქმედი თავმჯდომარის პირადმა წარმომადგელის ოფისის თანამაშრომელი მარტინ შუსტერი (გერმანია).
დაკვირვებამ გეგმის მიხედვით ჩაიარა, თუმცა აზერბაიჯანულმა მხარემ ეუთოს წარმომადგენლები ფრონტის ხაზზე არ მიიყვანა.