Latest posts by Aliq Media (see all)
ახალქალაქის 40-მდე მცხოვრებმა ახალქალაქი-კარწახი გზატკეცილი გადაკეტა. ისინი მოპარული პირუტყვის და სხვა ნივთების დაბრუნებას ითხოვენ.
6 ნოემბერს, გამთენიისას სოფელ დადეშში ორი მოსახლეს 21 ძროხა, 1 ცხენი და1 ძაღლი მოპარეს, სხვებს ასევე მოპარეს საოჯახო ტექნიკა. დილით მოსახლეები მოპარული საქონლის კვალს გაყვნენ, რამაც ისინი თურქეთის საზღვრამდე მიიყვანა. მათ ნეიტრალურ ტერიტორიაზე დაკარგულებიდან 7 ძროხა იპოვეს.
მსგავსი შემთხვევის პრევენციისთვის მათ კარწახი-ახალქალაქი გზატკეცილი გადაკეტეს, ამით პოლიციას საქონლის პოვნა და დაბრუნება მოსთხოვეს, ხოლო მესაზღვრეებისგან ისინი მოითხოვენ იყვნენ ყურადღებით და მსგავსი შემთხვევები არ დაუშვან.
ამ დროისთვის, მიმდინარეობს პოლიციის თანამშრომლების მიერ ადგილობრივი დაზარალებულების დაკითხვა.