Latest posts by Aliq Media (see all)
2016 წელს სომხეთში, 160 ათასის მაგივრად ოფიციალურად 91, 000 წყვილმა იქორწინა, ხოლო 2018 წელს ამ რიცხვის გაზრდა 240 ათასამდეა პროგნოზირებული.
როგორ განსაზღვრეს ეს რიცხვი და რა თანხა დაეთმობა ბიუჯეტიდან, 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის განხილვის დროს კოალიცია “გამასავალის” დეპუტატმა არტაკ ზეინალიანმა იუსტიციის მინისტრ დავით ჰაეუტუნიანს ჰკითხა.
“2016 წელს, როდესაც პროგნოზირებული იყო 160 ათასი ოფიციალური ქორწინება, ამათგან რეალურად 91 ათასი დარეგისტრირდა. 2016 წელს კი ამისი ნახევარიც არ დაფიქსირდა, რით არის განპირობებული 2018-ში 240 ათასის პროგნოზი?”, – ჰკითხა ზეინალიანმა მინისტრს.
იუსტიციის მინისტრმა კი დეპუტატს უპასუხა, რომ რიცხვები როგორც წესი, ციფრული სერიებზეა დაფუძნებული. “დავალებას მივცემ, რომ თქვენ წარმოგიდგინონ ისინი,” უპასუხა მინისტრმა.