სომხეთის პრემიერ-მინისტრი კარენ კარაპეტიანი მონაწილეობას მიიღებს შვეცარიის ქალაქ დავოსში გამართულ მსოფლიო 48-ე ყოველწლიურ ეკონომიკურ ფორუმში, რომელიც 2018 წლის 23-26 იანვარს ჩატარდება.
კონფერენციაზე 100-ზე მეტი ქვეყნის დელეგაცია მიიღებენ მონაწილეობას. ჯერჯერობით უცნობია ვიზიტის დღის წესრიგი.
აღსანიშნავია, რომ ათი წლის განმავლობაში სერჟ სარგსიანმა დავოსის ფორუმზე მონაწილეობა 2009 წლის იანვარში მიიღო, როდესაც ის აზერბაიჯანის პრეზიდენტს ილჰამ ალიევს შეხვდა. მას თან ახლდა მაშინდელი პრემიერ-მინისტრი ტიგრან სარგსიანი.
Latest posts by ანნა ტანდარიანი (see all)
- ქალები შუშის ჭერქვეშ - 25/03/2021
- “ქალების სრულყოფილების ფორმულა” - 24/03/2021
- ქალთა შრომითი ურთიერთობები და გენდერული როლები - 12/03/2021