“მმართველობაში თუ ოპოზიციაში, ზემწოლი თუ ზეწოლის ქვეშ მყოფი, ყველა იგივე ყალბი არგუმენტებით, უარყოფს და არ აღიარებს გენოციდს, მაგრამ განაგრძობენ გენოციდის მიერ მოპოვებული მოძრავი და უძრავი ქონების ფლობას. მათ არ აქვთ მორალური უფლება სამართლისა და სამართლიანობის სახელით ილაპარაკონ. სწორედ ამიტომ, 102 წლის მანძილზე მართლმსაჯულების მასშტაბები გაქრა,”- წერს თურქი ჟურნალისტი და პუბლიცისტი ეროლ ქათრჯოღლუ გაზეთ Akunq.net-ში.
“რას ნიშნავს სომეხი თურქეთში? ყველა ერთად კიდევ ერთხელ შევეხოთ ამ საკითხს. თუ ამჟამად არსებულ ჩვენს თავისუფლებასა და ცხოვრების წესის საფრთხის მიზეზის მოძიებას აქედან არ დავიწყებთ, ჩვენ ვერ შევძლებთ სწორი გადაწყვეტილების მიღებას.
სომხების წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულის, უბედურების, უსამართლობისა და უპატივცემულობის შედეგად, თურქეთში მცხოვრები თითოეული ადამიანი სულ უფრო და უფრო მეტ უსამართლობას იწყებს. თურქეთში სომეხად ყოფნა ნიშნავს, რომ ვერ შეძლებს სამართლიანობის დაცვას.
თურქეთში სომეხად ყოფნა ნიშნავს გენოციდის შედეგად საფლავის გარეშე დარჩენილი 1,5 მილიონი ცხედარი. სომეხად ყოფნა ნიშნავს ამ ბარბაროსობის უარყოფა და იგნორირება.
თურქეთში სომეხად ყოფნა ნიშნავს ხელოვნების, არქიტექტურის, ხელოსნების, სოფლის მეურნეობის, მრეწველობის, ცხოვრების და ადამიანური ცხოვრების ყველა ასპექტში კვალის დატოვებას.
თურქეთში სომეხად ყოფნა ნიშნავს არქიტექტორ სინანად ყოფნას, რომლის საფლავი გახსნეს რომ დასადასტურონ, რომ თურქია. თუმცა, როდესაც თავის ქალას ზომა აიღეს გამოჩნდა, რომ ნამდვილად სომეხია, მისი თავის ქალა უკან კი არ დააბრუნეს საფლავში, არამედ გაანადგურეს. საფლავშიც კი არ ასვენებენ: აი ესაა თურქეთში სომეხად ყოფნა.
მეორე მსოფლიო ომის დაწყებისას, წარმოუდგენელი ფასს იხდიან, რომ 1915 წელს გენოციდიდან გადარჩენილ ყველა სომეხი მამაკაცი შეიარაღებულ ძალებში გამოიძახონ.
რესპუბლიკის გამოცხადების შემდეგ ჩვენ ხაზგასმით აღვნიშნეთ, რომ ახლო აღმოსავლეთის ქვეყნები უკან არიან ცივილიზაციისგან, თუმცა ვერცერთმა არაბულმა ქვეყანამ ვერ შეძლო სინაგოგის ან მონასტრის მეჩეთად გადაქცევა, ან მათი საკნების არქეოლოგიური ნაწილის გამოყენება, საკურთხევლის დანგრევა.
ჩვენი “განვითარებული, საერო, სოციალური, სამართლებრივი” სახელმწიფოში კი ეკლესიები და მონასტრები მეჩეთად გადააქცეს, იმ ადგილებში კი, სადაც არ იყო მეჩეთის საჭიროება, ქრისტიანული სიწმინდეები პირუტყვის თავშესაფარად ან იარაღის შემნახველ საკნად აქციეს.
საკუთარი ენის, რელიგიისა და ათასწლეული ისტორიის მქონე კულტურის ჩამორთმევა და რწმენის შეცვლაც ნიშნავს თურქეთში სომეხად ყოფნას.
ჰრანტ დინქად ყოფნა, ვინც ზურგიდან, შეთქმულებით მოკლეს, შემდეგ კი მკვლელები დააჯილდოვეს, გმირად, პრეზიდენტად და დეპუტატად გამოაცხადეს… აი ეს არის თურქეთში სომეხად ყოფნა,” წერს ქათრჯოღლუ.
Latest posts by ანნა ტანდარიანი (see all)
- ქალები შუშის ჭერქვეშ - 25/03/2021
- “ქალების სრულყოფილების ფორმულა” - 24/03/2021
- ქალთა შრომითი ურთიერთობები და გენდერული როლები - 12/03/2021