26 ოქტომბრიდან, სრულიად სომხეთის კათოლიკოს პატრიარქი გარეგინ II აშშ-ში იმყოფება. ვიზიტის ფარგლებში, გუშინ იგი დასავლეთის სომხური ეპარქიის თემის “ვაჩე მანუკიანის” სკოლას ეწვია და მოსწავლეებს შეხვდა.
საპატრიარქო დელეგაციას შეერთებულ შტატებში შეუერთდნენ აშშ-ის აღმოსავლეთის თემის წინამძღვარი ხაჟაკ არქეპისკოპოსი პარსამიანი, კანადის სომხური ეპარქიის წინამძღვარი აბგარ ეპისკოპოსი და სხვა სასულირო წარმომდაგენლები.
მოსწავლეები უწმინდესს სიმღერით მიესალმნენ და სკოლის სახელით სიტყვითაც წარდგნენ.
სრულიად სომეხთა კათოლიკოსმა აშშ-ში მცხოვრებ სომეხ მოსახლეობას მადლობა გადაუხადა და დალოცა. მან სომხურ დიასპორას მოუწოდებდა განაგრძონ ეკლესიისა და ნაციონალური ღირებულებების დაცვა და უსურვა უფლის გზით ცხოვრება, ასევე სულისა და სხეულის სიმტკიცე.
Latest posts by ანნა ტანდარიანი (see all)
- ქალები შუშის ჭერქვეშ - 25/03/2021
- “ქალების სრულყოფილების ფორმულა” - 24/03/2021
- ქალთა შრომითი ურთიერთობები და გენდერული როლები - 12/03/2021