კომპანია “ლინქსის” ხელმძღვანელი, ყარაბაღის კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარებისთვის ევროკავშირის მხარდაჭერით შექმნილი პროექტის მონაწილე დენის სამუთი გმობს საზღვარზე ბოლო დროს განხორციელებულ ინცინდენტებს, რასაც 19 წლის სომეხი ჯარისკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა.
მისი თქმით, სარგსიან-ალიევის შეხვედრის შემდეგ აზერბაიჯანულმა შეიარაღებულმა ძალებმა კონტაქტის ხაზზე დაძაბულობა შექმნეს და ამის დამადასტურებელი ახალგაზრდა ჯარისკაცის სიკვდილია.
“სამწუხაროდ, კონტაქტის ხაზზე რეგულარულად, ძირითადად, ახალგაზრდა სამხედრო მოსამსახურეები იღუპებიან, ასევე მშვიდობიანი მოქალაქეები და ბავშვები. ეს უნდა დაიგმოს. ეს ყველაფერი მიუღებელია”, – განაცხადა მან.
მისი თქმით, ბოლო დროს აზერბაიჯანის მიერ იარაღის გამოყენების განახლების საკითხიც ხელს შეუშლის სამშვიდობო მოლაპარაკებებს .
დენის სამუთის აღნიშნავს, რომ ასევე მნიშვნელოვანია 16 ოქტომბრის ჟენევის შეხვედრის შედეგების გაანალიზება.
“მათი განცხადებებისა და ნაბიჯების შემდეგ მხარეებმა ჩრდილში დატოვეს ჟენევის მოლაპარაკებები და მნიშვნელოვანი განცხადებები. შეხვედრის შემდეგ გაკეთებულ განცხადება იმედისმომცემი იყო, მაგრამ რაც ხდება ამ ეტაპზე, კონფლიქტის დარეგულირებისთვის სასარგებლო არ არის “, – განაცხადა მან.
Latest posts by ანნა ტანდარიანი (see all)
- ქალები შუშის ჭერქვეშ - 25/03/2021
- “ქალების სრულყოფილების ფორმულა” - 24/03/2021
- ქალთა შრომითი ურთიერთობები და გენდერული როლები - 12/03/2021