24 ოქტომბერს, პრეზიდენტმა სერჟ სარგსიანმა რუსეთის პრემიერ მინისტრი დმიტრი მედვედევი მიიღო, რომელიც ოფიციალური ვიზიტით სომხეთში ჩავიდა.
პრეზიდენტი სტუმარს მიესალმა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთსა და სომხეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25 წლისთავზე რუსეთის პრემიერ-მინისტრის ვიზიტი სასიამოვნოა, და რომ ამ პერიოდის განმავლობაშ ორ ქვეყანას შორის დიდი სამუშაო შესრულდა.
“დარწმუნებული ვარ, რომ თქვენი ოფიციალური ვიზიტი კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება ჩვენი ურთიერთობების განმტკიცებისკენ “, – განაცხადა პრეზიდენტმა სერჟ სარგსიანმა.
რუსეთის მთავრობის ხელმძღვანელმა მადლობა გადაუხადა პრეზიდენტ სერჟ სარგსიანს მიღებისათვის და რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის მისალმება და საუკეთესო სურვილები გადასცა. დიმიტრი მედვედევმა სიამოვნებით შეატყობინა სარგსიანს, რომ ორ ქვეყანას შორის სასაქონლო ბრუნვის ზრდა 30 პროცენტით მეტია იმაზე, ვიდრე პრეზიდენტმა აღნიშნა.
დღეს ერევანში , ასევე შეხვედრა გაიმართა ორ ქვეყნის პრემიერ-მინისტრებს შორის. კარენ კარაპეტიანთან შეხვედრის შემდეგ რუსეთის პრემიერ-მინისტრმა დიმიტრი მედვედევმა განაცხადა, რომ სომხეთისთვის განსაზღვრული გაზის ფასი ამ წელს არ შეიცვლება.
დიმიტრი მედვედევმა ასევე აღნიშნა, რომ ნოემბერში რუსეთში სომხეთის კულტურის დღეების ჩასატარებლად მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს.
პრემიერ-მინისტრის კარენ კარაპეტიანის განცხადებით, შეხვედრაზე ხელი მოეწერა რამდენიმე დოკუმენტს, რომლებიც ხელს შეუწყობს ქვეყნებს შორის თანამშრომლობის განვითარებას.
Latest posts by ანნა ტანდარიანი (see all)
- ქალები შუშის ჭერქვეშ - 25/03/2021
- “ქალების სრულყოფილების ფორმულა” - 24/03/2021
- ქალთა შრომითი ურთიერთობები და გენდერული როლები - 12/03/2021