სომხეთის პრემიერ-მინისტრი კარენ კარაპეტიანი, 25 ოქტომბერს ერევანში ევრაზიის მთავრობათაშორისი საბჭოს სხდომაში მიიღებს მონაწილეობას, ევრაზიის ეკონომიკური კავშირის წევრი ქვეყნების მთავრობების ხელმძღვანელობასა და ევრაზიის ეკონომიკური კომისიის გამგეობის თავმჯდომარის ტიგრან სარგსიანის მონაწილეობით, იუწყება მთავრობის პრესსამსახური.
მხარეები იმსჯელებენ შიდა ბაზრების, ვაჭრობის, აგროინდუსტრიის, ენერგეტიკისა და ინფრასტრუქტურის საქმიანობასთან დაკავშირებულ საკითხებზე.
შეხვედრის მონაწილეები ასევე განიხილავენ ევრაზიის ეკონომიკური კავშირის საერთო ენერგეტიკული ბაზრის ფარგლებში ინფორმაციის გაცვლის სისტემის ჩამოყალიბებასთან დაკავშირებულ საკითხებს.
დღის წესრიგშია ასევე 2018-2020 წლების ევრაზიის ეკონომიკური კავშირის წევრი ქვეყნების საკოორდინაციო-სატრანსპორტო პოლიტიკის განხორციელების ეტაპები და ღონისძიებების ძირითადი პროგრამა.
Latest posts by ანნა ტანდარიანი (see all)
- ქალები შუშის ჭერქვეშ - 25/03/2021
- “ქალების სრულყოფილების ფორმულა” - 24/03/2021
- ქალთა შრომითი ურთიერთობები და გენდერული როლები - 12/03/2021