“ბაქრაძე-უგულავას ევროპული საქართველოს პოლიტიკური ალიანსის” მერობის კანდიდატი, ელენე ხოშტარია თბილისის მერობის ერთადერთი ქალი კანდიდატია.
თბილისს დღემდე არ ჰყოლია ქალი მერი. “ჩვენი საზოგადოება საკმაოდ მოწიფულია, რომ სქესმა როლი არ ითამაშოს არჩევნის გაკეთებისა. არ მგონია, რომ ქართული საზოგადოება მზადა არ არის ინტელექტუალურ ქალისთვის ხმის მისაცემად”.
წინასაარჩევნო პროგრამაში ხოშტარია ყურადღებას უთმობს სამ ძირითად სფეროს: სოციალური პრობლემები, უმუშევრობა და საცხოვრებელი გარემო. ხოშტარიას მიაჩნია, რომ დედაქალაქის პრობლემად ნდობა რჩება.
კითხვაზე არჩევნები დასრულდება თუ არა პირველი ტურით, ხოშტარია აცხადებს, რომ არჩევნები არ დასრულდება პირველ ტურში და ეს არის პოზიტიური ნაბიჯი ქვეყნისთვის.
“მე ვფიქრობ, რომ ყველასთვის გასაგებია, რომ მეორე ტური იქნება, ყველა ოპოზიციური კანდიდატი ძლიერია და “ქართული ოცნება” ხვდება, რომ ისინი პირველ ტურში ვერ გაიმარჯვებენ”.
Latest posts by ანნა ტანდარიანი (see all)
- ქალები შუშის ჭერქვეშ - 25/03/2021
- “ქალების სრულყოფილების ფორმულა” - 24/03/2021
- ქალთა შრომითი ურთიერთობები და გენდერული როლები - 12/03/2021