Jnews.ge თვალს ადევნებს საარჩევნო პროცესს ახალქალაქსა და მუნიციპალიტეტის სხვა სოფლებში.
გთავაზობთ 13:30 საათისთვის განვითარებულ მოვლენებს.
დაახლოებით 12 საათსა და 30 წუთზე სოფელ გუმბურდოს N 69 საარჩევნო უბანთან შეკრებილი იყო ხალხის საკმაოდ დიდი რაოდენობა. მოგვიანებით, დაპირისპირება მოხდა მაცხოვრებლებს შორის. სააგენტოს ინფორმაციით, თვითმხილველების თქმით მათ უბრალოდ ვერ გაუგეს ერთმანეთს. დაპირისპირების მომენტისთვის უბანში ამომრჩეველები არ იყვნენ.
12:00 საათისთვის უბანში დარეგისტრირებულ 700 ამომრჩევლიდან მხოლოდ 88-მ მისცა ხმა. უბანთან გაჩერებული იყო 2 მანქანა, რომლებიც პლაკატებით პარტია „ქართული ოცნების“ რეკლამირებას აკეთებდნენ.
გუმბურდოს N 49 საარჩევნო უბანი შედარებით უფრო აქტიური იყო.
ერთ-ერთი მოქალაქე პასპორტის გარეშე გამოცხადდა, კომისიის წევრებმა უცნობ დამკვირვებელთან შეთანხმებით ნება მისცა მონაწილეობა მიეღო არჩევნებში პირადობის დამადასტურებელი მოწმობის გარეშე.
გუმბურდოსა და ვაჩიანი-კარწახის გზატკეცილის გზაჯვარედინზე იდგა პოლიციის ორი მანქანა.
სოფელ ვაჩიანის N25 უბანზე Jnews-ის მისვლის დროს შესვენება იყო. საარჩევნო ოთახში იყვნენ მხოლოდ კომისიის მდივანი და დამკვირვებლები. კომისიის წევრები სადილობდნენ.
კარწახის N 40 საარჩევნო უბანზე ამომრჩეველი პარტია „ქართული ოცნების“ მაისურით გამოცხადდა.
სტატია ნათარგმნია საინფორმაციო საგენტო jnews.ge-დან.
აღაბეკ სიმონიანი
Latest posts by აღაბეკ სიმონიანი (see all)
- ბრიუსელში ფაშინიანისა და მაკრონის შეხვედრა გაიმართა - 12/07/2018
- ფოტო: გიორგი მარგველაშვილი და ნიკოლ ფაშინიანი ნატოს სამიტზე - 11/07/2018
- აზერბაიჯანელები კაპანში - 08/02/2018