21 ოქტომბერს, საქართველოს მასშტაბით ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ტარდება. ახალქალაქის რაიონის N40 საარჩევნო ოლქის უნბენზე ვითარდება მშვიდ გარემოში, ინცინდენტების გარეშე მიმდინარეობს.
ახალქალაქის რაიონის სოფელ კარწახშიც არჩევნები მშვიდად მიმდინარეობს. თუმცა, საარჩევნო უბნის წინ კონკრეტული პარტიის აგიტატორები იყვნენ შეკრებილები და ამომრჩევლების თავისუფალ არჩევანზე გავლენას ახდენდნენ, თუმცა მოსახლეობა ამ ინფორმაციას არ ადასტურებს.
სოფელ კარწახში მოქალაქე ქართული ოცნების მაისურით საარჩევნო უბანზე იმყოფებოდა და აგიტაციას ატარებდა.
არჩევნებში მონაწილეობდნენ სოფლის მოხუცებიც. ხმის მისაცემად მათ უმეტესობას დახმარება სჭირდება, მაგალითად გადაადგილებაში, ან ბიულეტენზე არსებული ინფორმაციის წაკითხვაში. ცესკო-ს დადგენილი წესის თანახმად, მათ საარჩევნო კომისიის წევრები, ან სხვა ამომრჩევლები ეხმარებოდნენ.
ახალქალაქის სოფელ სულდაში, ვაჩიანში, დადეშში და ბოზალიში ხმის მიცემა ასევე მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს.
თვალსაჩინო იყო ასევე ის გარემოება, რომ პოლიციელთა ჯგუფი იყო შეკრებილი სოფოლ კუმურდოსა და ვაჩიანის გზაჯვარედინთან, საიდანაც იწყება გზა სოფელ კუმურდოსკენ.
Latest posts by ანნა ტანდარიანი (see all)
- ქალები შუშის ჭერქვეშ - 25/03/2021
- “ქალების სრულყოფილების ფორმულა” - 24/03/2021
- ქალთა შრომითი ურთიერთობები და გენდერული როლები - 12/03/2021