რუსეთის ციხეში სომეხი ბიზნესმენი ლევონ ჰაირაპეტიანი გარდაიცვალა

რუსეთის ციხეში სომეხი ბიზნესმენი და ქველმოქმედი ლევონ ჰაირაპეტიანი გარდაიცვალა.
რუსეთის პროკურატურამ ლევონ ჰაირაპეტიანის წინააღმდეგ საქმე  2000-2003 წლებში აღაძრა  უვადო სასჯელმისჯილი პატიმრის ჩვენების საფუძველზე.

სომეხი ბიზნესმენი და ქველმოქმედი ლევონ ჰაირაპეტიანი 1949 წელს ყარაბაღის მარტაკერტის რეგიონის სოფელ ვანქში დაიბადა. წლების განმავლობაში მუშაობდა ჟურნალისტად სხვადასხვა გამომცემლობაში, შემდგომში კი ნავთობმომარაგების ბიზნეს საქმიანობას ეწეოდა.

ლევონ ჰაირაპეტიანი აქტიურად მონაწილეობდა მთინაი ყარაბაღის რესპუბლიკის შექმნის საქმეში და  ყარაბაღის მთვარ სპონსორად ითვლებოდა. ის მთიანი ყარაბაღის თანამედროვე ისტორიის  ყველაზე მსხვილი ინვესტორია.

 

 

ჰაირაპეტიანის პროექტები განხორციელდა სტეფანაკერტში, მარტაკერტის რეგიონის სოფელ ვანქში და სხვა მრავვალ ადგილას, ქველმოქმედის დახმარებით აშენდა ხის გადამამუშავებელი ქარხანა, მრავალი სასტუმრო და სკოლა. ლევონ ჰაირაპეტიანს თავის თავზე ჰქონდა აღებული „ჩრდილოეთ-სამხრეთი“ გზატკეცილის იმ ნაწილის ხარჯები, რომელიც განძასარის სამონასტრო კომპლექსის მახლობლად გაივლის. ის ასევე აღნიშნული სამონასტრო კომპლექსის აღდგენას აფინანსებდა.

2007 წელს ლევონ ჰაირაპეტიანმა დააფინანსა 2,5 მ2  მოცულობის წყალსაცავი მარტაკერტის რეგიონში და მხოლოდ ამისთვის დახარჯა 7 მილიონი დოლარი.

2008 წელს 16 ოქტომბერს ქალაქ შუშიში და მონასტერში განძასარ ქველმოქმედმა ორგანიზება გაუწია ახლად დაქორწინებულთა საერთო ჯვრისწერას, რომელშიც 700-მა ახალგაზრდამ მიიღო მონაწილეობა, რამდენიმე საათის შემდეგ კიდევ 500 წყვილის ჯვრისწერა გაიმართა.

„ჩვენი მიზანი ყარაბაღის დემოგრაფიული ზრდის ხელშეწყობაა“ – ამბობდა ქველმოქმედი.

„ოჯახში დაბადებულ პირველ ბევშზე გაიცემა 2 ათასი დოლარი, მეორეზე – 3 ათასი, მესამეზე – 5 ათასი, მეოთხეს 10 ათასი, მეექვსეზე 50 ათასი და მეშვიდეზე 100 ათასი დოლარის ოდენბით თანხა ,”- აღნიშნა მან თავის სიტყვაში.

ქველმოქმედის ერთ-ერთი მთავარი იდეა იყო მთიანი ყარაბაღისა და სომხეთისთვის მაღალი რანგის სამხედრო პირების მოსამზადებელი ცენტრის გახსნა, რაც მან 2012 წელს განახორციელა და დააფინანსა სამხედრო სასწავლებლის მშენებლობა ყარაბაღში.

ლევონ ჰაირაპეტიანს ბრალად 2008 წელს კომპანია „ბაშნეფტ“ – ის გაყიდვის დროს ფინანსურ მაქინაციებში მონაწილეობა ედებოდა.
2014 წლის 15 ივლისს, მას  4 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს მსხვილი თანხების ათვისების ბრალდებით. თუმცა, მთელი ექსპერტები ამტკიცებენ, რომ ბიზნესმენის სასამართლო დევნის რეალური მიზეზი მისთვის კომპანია “ბაშნეფტის” აქციების წართმევა იყო.

ბიზნესმენი დაავადებული იყო კიბოთი და ჯანმრთელობასთან დაკავშირებული სხვა პრობლემებიც ჰქონდა, რომლებიც შეუთავსებელი იყო პატიმრობასთან.

ჰაირაპეტიანის იურისტის სამველ კარახანიანის თქმით, იგი ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში მორდოვიის (რუსეთი) სასჯელაღსრულების დაწესებულებათაგან ერთ-ერთის საავადმყოფოში იყო გადაყვანილი. ბიზნესმენის ბოლო სურვილი იყო ის დაეკრძალათ მისი მშობლების გვერდით, მოსკოვში.

Leave a Reply