System of a Down-ის სოლისტი მუსიკალურ კონკურსს აცხადებს

ცნობილმა ამერიკელმა როკ მომღერალმა, System of a Down-ის ჯგუფის სოლისტმა, სერჟ თანკიანმა სოციალურ ქსელში მუსიკალური კონკურსი “შვიდი ნოტი” გამოაცხადა, ამაზე თანკიანი წერს თავის ფეისბუქ გვერდზე.

მონაწილეობის დავალება იქნება მოიფიქრონ ნაწარმოები, რომელიც იმ 7 ნოტით დაიწყება, რომელსაც თანკიანი შესთავაზებს. ამასთან ერთად, არ არსებობს კონკრეტული შეზღუდვები სტილში, კომპოზიცია შეიძლება იყოს ნებისმიერ ჟანრში – როკ, ჯაზ, პოპ ან ეთნო.

“მე დავწერე პირველი 7 ნოტი, თქვენ შეგიძლიათ დაამთავროთ იგი?”, – ასე მიმართა თანკიანმა აუდიტორიას ვიდეო შეტყობინებაში.

ვიდეოს გაგზავნა,  რომელიც არ უნდა იყოს სამ წუთზე მეტი, ყველას შეუძლია არა უგვიანეს 15 დეკემბრისა. საპრიზო ფონდი 5 ათასი აშშ დოლარია.

სერჟ ტანკიანი, რომელიც  წარმოშობით სომეხია CNN-თან ერთად ისტორიული სამშობლოს შესახებ დოკუმენტური ფილმს იღებს.

Leave a Reply