სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრისთვის მზადებას ერევანი ადასტურებს

ეუთო-ს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეები ყარაბაღის საკითხის გადასაწყვეტად სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრას ამზადებენ.

სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა უახლოეს მომავალში გაიმართება, განაცხადა სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ედვარდ ნალბანდიანმა ევროპის სომეხთა მეოთხე ფორუმზე.

მისი თქმით, ჟენევაში გამართულ შეხვედრაზე სომხეთისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტებმა მზადყოფნა გამოთქვეს მოლაპარაკებების პროცესის გააქტიურებისა და ძალისხმევისთვის, რომ შეამცირონ დაძაბულობა კონტაქტის ხაზზე.

მან აღნიშნა, რომ სომხური მხარე ყოველთვის მხარს უჭერდა მშვიდობიანი მოლაპარაკებების პროცესს და გადაწყვეტილებას, დაძაბულობის შემცირებისთვის კონტაქტის ხაზზე.

სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ აზერბაიჯანის მხარე განაგრძობს ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დარღვევას. ნალბანდიანის თქმით, ბაქოს მხრიდან ყველა შეთანხმების შესრულება დაეხმარება მოლაპარაკებების პროცესს.

Leave a Reply