ვანაძორში ზაფხულისა და ზამთრის დასასვენებელი ზონები აშენება

სომხეთის პრემიერ-მინისტრი კარენ კარაპეტიანი, 16 ოქტომბერს  ქალაქ ვანადძორს ეწვია. პრემიერ-მინისტრს ვანაძორის საერთო განვითრების კონცეფცია წარუდგინეს, რომელიც ქალაქის მერიასთან თანამშრომლობით პალერმოსა და მოსკოვში მოღვაწე გამოცდილმა პროფესიონალებმა შეიმუშავეს.

კონცეფციის ავტორებმა პრემიერს ის პოტენციური ადგილები გააცნეს, რომლებიც მომავალში შესაძლებელია  დასასვენებელი ცენტრები გახდეს. კოცეფციით გათვალისწინებულია საზაფხულო და ზამთრის დასვენების ზონები, საველოსიპედო გზის დაგება, სათხილამურო ბილიკები და სხვა.

თავის მხრივ, პრემიერმა კარაპეტიანმა მერიის თანამშრომლებს დაავალა მუდმივად თვალყური ადევნონ ქალაქის მოწესრიგებისა და პირობების გაუმჯობესების საკითხებს.

კონცეფციის გაცნობის შემდეგ ვანაძორის ინდუსტრიული ტურიზმის განვითრების სტრატეგიაც განიხილეს.

tert.am

Leave a Reply