Latest posts by Aliq Media (see all)
ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეებმა განცხადება გაავრცელეს სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის სერჟ სარგსიანისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტის ილჰამ ალიევის დღევანდელი ჟენევაში შემდგარი შეხვდერის შესახებ. განცხადება ეუთოს ოფიციალურ ვებ გვერდზე გამოქვეყნდა.
აღნიშნულია, რომ პრეზიდენტები შეთანხმდნენ ზომები მიიღოს მოლაპარაკებების პროცესის გასაღრმავებლად და შეხების ხაზზე დაძაბულობის შემცირების მიმართულებით დამატებითი ნაბიჯების ინიცირების შესახებ.
თანათავმჯდომარეებმა კმაყოფილება გამოთქვეს პრეზიდენტების პირისპირ მოლაპარაკებებთან დაკავშირებით, რომელიც დიდხნიანი პაუზის შემდეგ შედგა.
თანთავმჯდომარეებმა მათ კიდევ ერხელ შეახსენეს ყარაბაღის კონფლიქტის მშვიდობიანი გზით დარეგულირების საკითხში მხარეებს შორის შუამავლობის მზადყოფნის შესახებ.
„როგორც შემდეგი ნაბიჯი ახლო მომავალში თანათავმჯდომარეები სამუშაო კონსულტაციებს გამართავენ საგარეო უწყებების ხელმძღვანელებთან“ – აღნიშნლულია განცხადებაში.