14 ოქტომბერს სომხეთში დედაქალაქის დღეს აღნიშნავენ. ერევანს დაარსებიდან 2799 წელი შეუსრულდა.
ერევნის დღესასწაული ყოველწლიურად ოქტომბრის მეორე შაბათს აღინიშნება. არქეოლოგიური გათხრების შედეგად აღმოჩენილი ლურსმული წარწერების მიხედვით, ურარტუს მეფე არგიშტი I-მა ძვ. წ. 782 ააგო ციხე ერებუნი, რომლის მახლობლად გაშენდა თანამედროვე ერევანი.
ერევნის მერმა ტარონ მარგარიანმა მოქალაქეებს დღევანდელი დღე მიულოცა.
“დარწმუნებული ვარ, რომ თითოეული ჩვენგანი ამაყობს იმით, რომ ერევნელია და ჩვენ ყველა უნდა ვამაყობდეთ, რომ სომხეთის გულში, დედაქალაქში ვცხოვრობთ”, – აღნიშნა მერმა.
ერევნის 2799 წლისთავისადმი მიძღვნილ სადღესასწაულო ღონისძიებებს შორის, კიროვის ბავშვთა პარკში გამართული გასართობი პროგრამა გამოირჩეოდა უნიკალური ფორმატით და განწყობით. პატარა ერევნელებისთვის თოჯინების წარმოდგენაც გაიმართა.
ერევნის მერმა ტარონ მარგარიანმა ერევნის მერიის ფოიეში დედაქალაქის კეთილდღეობის, ექსკლუზიური სერვისების, სხვადასხვა სფეროში წვლილისა, გრძელვადიანი დამსახურებისთვის და ეფექტური საქმიანობისთვის საპატიომ მოქალაქეები ერევნის მერის ოქროს მედალით დააჯილდოვა.
ერევნის დაარსებიდან 2799 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებათა შორის მეტროს რესპუბლიკის მოედანზე მდებარე ხაჩქარების პარკში, იმართება გამოფენა სახელწოდებით “ძველი და ახალი ერევანი”. გამოფენა საშუალებას აძლევს ერევნის მაცხოვრებლებს, სტუმრებსა და ყველა დაინტერესებულ ადამიანებს უფრო მეტი შეიტყონ ერევანზე და მის ისტორიაზე.
Latest posts by ანნა ტანდარიანი (see all)
- ქალები შუშის ჭერქვეშ - 25/03/2021
- “ქალების სრულყოფილების ფორმულა” - 24/03/2021
- ქალთა შრომითი ურთიერთობები და გენდერული როლები - 12/03/2021