ჰოლივუდის ლეგენდარული მსახიობი, პროდიუსერი, რეჟისორი და სცენარისტი ჯონ მალკოვიჩი დამწუხრებულია ყველაფერი იმის გამო, რაც მან ნახა და გაიგო სომხების გენოციდის შესახებ. 10 ოქტომბერს, იგი სომხეთის გენოციდის მუზეუმ-ინსტიტუტს და წიწერნაკაბერდის მემორიალს ესტუმრა. “მტკივნეული გაკვეთილი” – ეს ჩანაწერი გააკეთა მან მუზეუმის წიგნში.
“ეს არის მტკივნეული გაკვეთილი იმის შესახებ, რამხელა სისასტიკის ჩადენა შეუძლია ადამიანს,თან სრულიად სულელური მიზეზების გამო. მუზეუმში ყველაფერი ძალიან საინტერესო და გულისამაჩუყებელია. ეს საშინელი ისტორიაა”, – დათვალიერების შემდეგ მალკოვიჩმა თავისი შთაბეჭდილებები გააზიარა.
შეგახსენებთ, რომ ჯონ მალკოვიჩი სომხეთში ჩამოვიდა ხაჩატრიანის მე-5 საერთაშორისო ფესტივალზე. 9 ოქტომბერს, მალკოვიჩმა პრესკონფერენცია გამართა .
Latest posts by ანნა ტანდარიანი (see all)
- ქალები შუშის ჭერქვეშ - 25/03/2021
- “ქალების სრულყოფილების ფორმულა” - 24/03/2021
- ქალთა შრომითი ურთიერთობები და გენდერული როლები - 12/03/2021