Latest posts by Aliq Media (see all)
რუსეთის სოფლის მეურნეობის ზედამხედველობის სამსახური კონტროლს ნაყოფ-ბოსტნეულის პროდუქტებზე გაამკაცრებს, კერძოდ, იმ საქონელზე, რომელიც სომხეთიდან, აზერბაიჯანსა და ბელორუსიიდან შედის, წერს სააგენტო ria.ru უწყებაზე დაყრდნობით.
ბოლო პერიოდში, სომხეთში, აზერბაიჯანსა და ბელორუსში აკრძალული საქონლის იმპორტის მკვეთრი ზრდა აღინიშნება, აცხადებს უწყება. ხოლო შემდგომში იქიდან აკრძალული საქონლის შეტანას რუსეთში ცდილობენ, როგორც ამ ქვეყნებში წარმოებული საქონელის.
რუსეთის ხელისუფლებას არაერთხელ გაუფრთხილებია, რომ თურქეთის პომიდორი არალეგალური გზით აგრძელებს რუსეთის ტერიტორიაზე მოხვედრას რეექსპორტის მეშვეობით ბელორუსიიდან, სომხეთიდან და აზერბაიჯანიდან.
რუსეთმა თუქეთიდან იმპორტირებულ მთელრიგ საქონელს ემბარგო 2016 წლის 1-ლი იანვრიდან დაადო, თურქული საჰაერო ძალების მიერ სირიაში „Су-24“-ის თავდასხმის საპასუხოდ.