Latest posts by Aliq Media (see all)
10 ოქტომბერს, სომხეთის ჩრდილო-აღმოსავლეთით მდებარე ერთ-ერთ სამხედრო ნაწილში მოწინააღმდეგის მხრიდან სროლის შედეგად 18 წლის ჯარისკაცი, ჩაპლინ მარგარიანი დაიღუპა. მარგარიანი სომხეთის არმავირის რეგიონის სოფელ არმავირიდან იყო.
სოფლის გამგებლის თქმით, დაღუპული ჯარისკაცი რვა თვე იყო ჯარში, მაგრამ უკვე ბევრი ჯილდო და სიგელი ჰქონდა მიღებული ხელმძღვანელობის მხრიდან. მარგარიანი იყო სპორტსმენი.
“სამხედრო ნაწილში, სადაც ახალგაზრდა იყო, ჯგუფი შეიკრიბა და სხვა ჯარისკაცებს სპორტულ წვრთნებს უტარებდა. კარგი ახალგაზრდა იყო, ძალიან ვწუხვარ”, – აღნიშნა სოფლის გამგებელმა,
“ჯარისკაცის დედა ამჟამად ევროპაში ცხოვრობს,”- დაამატა მან.