Latest posts by Aliq Media (see all)
საქართველოში სომხეთის ახალი ელჩის დანიშვნას სკანდალური გამოხმაურება მოჰყვა. შეგახსენებთ, რომ კავკასიის ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე სერგეი მინასიანი, რომელიც ოფიციალურმა ერევანმა წარადგინა საქართველოში სომხეთის ელჩის თანამდებობაზე, თბილისი უკვე რამდენიმე თვეა აგრემანს არ აძლევს.
სერგეი მინასიანი არის პოლიტოლოგი, კავკასიის ერევნის ინსტიტუტის ცენტრის დირექტორის მოადგილე. იგი წარმოშობით, საქართველოს სომხური ეთნიკური უმცირესობებით დასახლებული რეგიონიდან, სამცხე-ჯავახეთიდან (“ჯავახქ” სომხური ვერსია) არის. მინასიანი ცნობილია თავისი გამოსვლებით, რომლითაც, ფაქტობრივად, მხარს უჭერს საქართველოში სომხეთის სეპარატიზმს. ის ასევე ცნობილია, აზერბაიჯანის მიმართ “არაკეთილგანწყობით”.
EADaily-ის მიხედვით, ლეგენდარული შტანგისტი, მრავალგზის მსოფლიოს, ევროპისა და საბჭოთა კავშირის ჩემპიონი, იური ვარდანიანი, რომელიც სომხეთის მოქმედი ელჩია საქართველოში, მინასიანის დანიშვნას ეწინააღმდეგება, რადგან მას თბილისში დარჩენა სურს.
სომხეთის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარემ, არბა ბაბლოიანმა, რომელიც საქართველოში იმყოფება, ვერ გადაჭრა აგრემანის საკითხი. ხოლო თვითონ სერგეი მინასიანი კომენტარს არ აკეთებს.
საქართველოს კონსტიტუციური დემოკრატების ასოციაციის ხელმძღვანელი, ანალიტიკოსი თეიმურაზ თუმანიშვილი ელჩის დანიშვნის დაგვიანებას რამდენიმე ფაქტორს უკავშირებს: “ალბათ, მისი ფიგურა არ შეესაბამება სომხეთისა და საქართველოს გარკვეულ პოლიტიკურ წრეებს და შესაბამისად, ახალი კანდიდატი შეირჩევა”.