სომხურ სკოლებში სასწავლო წელი ენისა და ლიტერატურის ახალი სახელმძღვანელოებით დაიწყო

საქართველოს სომხურ სკოლებს 4-წლიანი პაუზის შემდეგ მშობლიური ენისა და ლიტერატურის ახალი სახელმძღვანელოები აქვთ.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და სომხეთის დიასპორის სამინისტროს შორის მოლაპარაკებების შედეგად საქართველოს სომხური სკოლების მოსწავლეები მშობლიურ ენასა და ლიტერატურას ახალი სახელმძღვანელოებით ისწავლიან.

საერთო ჯამში, დიასპორის სამინისტრომ 65 სომხურ სკოლას დაახლოებით 19,017 სახელმძღვანელო უფასოდ გადასცა. მათ შორის, სომხური ენისა და ლიტერატურის 8,738  ახალი წიგნი.

2013 წლიდან ჯავახეთის სომხურენოვან სკოლებს ენისა და ლიტერატურის სახელმძღვანელოები არ მიუღიათ.  მხოლოდ, 2015 წელის დეკემბერში სომხეთის ხელისუფლებამ მათ წიგნები გამოუგზავნა, თუმცა აღმოჩნდა, რომ ისინი საქართველოს განათლების სამინისტროს მიერ დამტკიცებულ სასწავლო გეგმას არ შეესაბამებოდა.

ახალქალაქის რაიონში 65 სკოლაა, აქედან 55 – სომხური, 7 – ქართული, 1 რუსული და 2 შერეული სომხურ – ქართული. საერთო ჯამში, ამ სკოლებში 7,176 მოსწავლე იღებს განათლებას.

 

 

 

 

 

 

სახელმძღვანელოები, რომლითაც საქართველოს სომხურენოვანი სკოლების მოსწავლეები მიმდინარე წელს სწავლობენ. 

სტატიის წყარო – jnews.ge

Leave a Reply