Latest posts by Aliq Media (see all)
სომხეთის პარლამენტმა „სომხეთის რესპულიკასა და რუსეთის ფედერაციას შორის სომხეთის შეიარაღებული ძალებისა და რუსეთის შეიარაღბული ძალების საერთო ჯგუფის შექმნის შესახებ“ შეთანხმების რატიფიცირების კანონპროექტის განიხილვისას კოალიცია „გამოსავალის“ ხელმძღვანელმა ნიკოლ ფაშინიანმა, ნახევრად სერიოზულად და ნახევრად ხუმრობით, განაცხადა რომ „რეჟიმი პანიკაშია“.
„სომხეთის რესპუბლიკის ხელისუფლება სერჟ სარგსიანის მეთურობით აღიარებს, რომ აზერბაიჯანთან სამხედრო ბალანსი წააგო და ეს მოხდა სომხეთის პარტნიორ რუსეთის მხარდაჭერითა და ჩარევით. ჩვენ უსაფრთხოების ფილოსოფია წავაგეთ“ – აღნიშნა მან და დაამატა, რომ “როდესაც რუსეთი იარაღით აზერბაიჯანთან ვაჭრობს, ვამბობთ აბა რა ვქნათ? და მაგალითად რუსეთის მიერ აზერბაიჯანისთვის მიყიდული „ისკანდერების“ ამბავი გაიხსენა.
„ახლა იგივე რუსეთი თურქეთს C-400 ჰაერსაწინააღმდეგო სისტემებს მიყიდის, რომლებთან შედარებით ჩვენი „ისკანდერები“ სათამაშოებია. ეს არის თქვენი სამხედრო პოლიტიკის შედეგი“ – აღნიშნა ფაშინიანმა.
ფაშინიანმა გაკვირვება გამოხატა „სევრის ხელშეკრულების დამდები ერი მსგავს ხელშეკრულებაზე იმედს როგორ ამყარებს? სხვის ჯარზე ამხელა იმედს ამყარებთ, თქვენ ისტორია არ იცით,”აღნიშნა მან.
აღსანიშნავია, რომ მშვიდობიან პროცესში სომხეთის შეარაღებული ძალებისა და რუსეთის შეიარაღებული ძალების საერთო სამხედრო გუნდის მეთაური ექვემდებარება სომხეთის შეიარაღებული ძალების მთავარი შტაბის უფროსს, ხოლო საფრთხეების ან საომარ შემთხვევაში რუსეთის შეიარაღბული ძალების სამხრეთ რეგიონის სამხედრო მეთაურს, ან სომხეთის შეიარაღებული ძალების შტაბის უფროსს.