Latest posts by Aliq Media (see all)
სენატის თავმჯდომარის მილან შტეხის ხელმძღვანელობით ჩეხეთის დელეგაცია სომხეთის პარლამენტის განათლების, კულტურის, ახალგაზრდობისა და სპორტის საკითხების მუდმივი კომიტეტის თავმჯდომარის ვარდან ბოსტანიანის თახლებით 4 ოქტომბერს სომეხთა გენოციდის მსხვერპლთა ხსოვნის მემორიალს ეწვია.
დელეგაციის წევრებმა ყვავილებით შეამკეს მარადიული ცეცხლი და დუმილით პატივი მიაგეს გენოციდის შედეგად დაღუპული მსხვერპლების ხსოვნას. ისინი ასევე გაეცნენ სომეხთა გენოციდის დამადასტურებელ დოკუმენტებს.
ჩეხეთის რესპუბლიკის სენატის თავმჯდომარემ მილან შტეხმა ხსოვნის წიგნაკში ჩანაწერი დატოვა.
შტეხმა აღნიშნა, რომ სომეხ ერს წარსულში დიდი დანაკარგები ჰქონია და წიწერნაკაბერდის მემორალური კომპლექსი უამარავ ისტორიას ინახავს.
„ მე მსურს, რომ სომეხმა ერმა მსგავსი დანაშაული, გენოციდი აღარ განიცადოს და რეპრესირებული არასდროს იყოს. სომეხი ხალხი ძალიან მეგობრული და ახლობლური ერია და დამოუკიდებელი და მშვიდობიანი ცხოვრების ღირსია“ – აღნიშნა ჩეხეთის პარლამენტის სენატის თავმჯდომარემ.