სოფელ კუმურდოში ახალი სკოლა გაიხსნა

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ კუმურდოს საჯარო სკოლის შენობის მშენებლობა დასრულებულია.

სკოლის ღირებულება დაახლოვებით 4000 000 $ შეადგენს, მშენებლობა 1 წელი და 6 თვე გრძელდებოდა.

სკოლაში არის 18 საკლასო ოთახი, 14 საპირფარეშო, სამედიცინო კაბინეტი, ფიზიკის, ქიმიის, ინფორმატიკისა და ლიტერატურის კლასები. ორი დარბაზი, სამასწავლებლო, სპორტდარბაზი, დირექტორისა და სასწავლო გამგეს კაბინეტები, მინის სტადიონი, დიდი სტადიონი, 18 მეტრიანი აუზი.

სოფელ კუმურდოში 320 მოსწავლეა, სკოლა გათვლილია 396 მოსწავლეზე.

სოფელ კუმურდოს 4 მილიონ დოლარად შეფასებული სკოლა ჯავახელმა მეცენატებმა აუშენეს, შემდგომში კი  განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს გადასცეს.

jnews.ge

Leave a Reply