ახალქალაქის Off Road კლუბი თურქეთში დაფინანსების გამო ვერ მიდის

ახალქალაქის ახალგახსნილი Off Road საავტომობილო კლუბი, რომელიც სხვადასხვა შეჯიბრის გამარჯვებულია, 6-8 ოქტომბერს თურქეთში გამართულ რბოლაზე უნდა გამოსულიყო, თუმცა ფინანსების ნაკლებობის გამო მონაწილეობა ჯერჯერობით საეჭვოა.

წელს, ახალქალაქის Off Road ჯგუფმა ოფიციალურად გაიარა რეგისტრაცია და ახალი კლუბი დააარსა. მიუხედავად იმისა, რომ ჯგუფი 2008 წლიდან უკვე მოქმედებს, შეჯიბრებებში მონაწილეობას 2014 წლიდან იღებს. პირველივე ტურნირში მონაწილეობისას, რომელიც სომხეთში ჩატარდა, კლუბმა მესამე ადგილი აიღო.  წელს კი იმავე კონკურსში ჯგუფმა პირველი ადგილი დაიკავა.

6-8 ოქტომბერს თურქეთში გამართულ შეჯიბრში ახალქალაქის კლუბიც მიწვეულია, მაგრამ ფინანსური პრობლემების გამო სავარაუდოა კლუბი მონაწილეობას ვერ მიიღებს.

კლუბს ფინანსური მხარდაჭერა არ აქვს. კონკურსში მონაწილეობას წევრები საკუთარი სახსრებით ცდილობენ.

ახალქალაქის Off Road ავტოკლუბს შეუძლია არა მხოლოდ სპორტულ შეჯიბრებებში მონაწილეობა, არამედ ზამთრის პერიოდში მოსახლეობის დახმარებაც.

jnews.ge

Leave a Reply