Latest posts by Aliq Media (see all)
სომხეთის თავდაცვის მინისტრმა ვიგენ სარგსიანმა იმედი გამოთქვა, რომ უახლოვეს პერიოდში სომხეთს შესაძლებლობა ექნება წარსდგეს არა მხოლოდ როგორც სამხედრო შეიარაღების იმპორტიორი, არამედ მაღალი ტექნოლოგიური თავდაცვითი საშუალებების ექსპორტიორი ქვეყანა.
„წელს თავდაცვის სფეროში მოვახდინეთ ინვესტიცია, რათა განვავითაროთ სომხეთში დამზადებული საბრძოლო ტექნიკის წარმოება, რაც ძალზე მნიშვნელოვანია თავდაცვის უზრუნველსაყოფად, ასევე სამხედრო ტექნიკის შეძენაზე თანხის დაზოგვის თვალსაზრისითაც,“ – ჟურნალისტებთან საუბარში აღნიშნა მინისტრმა.
რუსეთიდან 200 მილიონი დოლარის კრედიტის ფარგლებში სომხეთისთვის შეიარაღების მიწოდების შესახეხბ საუბრისას, ვიგენ სარგსიანმა განაცხადა, რომ პროცესი წლის ბოლომდე დასრულდება.
„ამ ეტაპზე პროცესის აქტიურ ფაზაში ვმყოფებით“ – აღნიშნა მინისტრმა.