Latest posts by Aliq Media (see all)
აზებაიჯანის პრეზიდენტის ილჰამ ალიევის ადმინისტრაციის წინააღმდეგ სასჯელების განსაზღვრის შესახებ საკანონმდებლო ინიციატივა აშშ-ს კონგრესის დღის წესრიგშია.
რესპუბლიკელი კრისტოფერ სმითისა და მაგნიტსკის ცნობილი წესის ავტყორის დემოკრატი ჯიმ მაქგოვერნის რეზოლუცით, მუდმივად ადამიანის უფლებების დარღვევისთვის დანაშაულის თავიანთი წილის მქონე აზერბაიჯანელი მაღალჩინოსნები პასუხისმგებლობას დაექვემდებარონ.
კონგრესმენების რეზოლუციაში დაწვრილებითაა წარმოდგენილი აზერბაიჯანში არსებული ვითარება.
“158 პოლიტ-პატიმარი, რომელთაგან 10 ჟურნალისტია, მარტის თვიდან ქვეყანაში აკრძალულია „მეიდანTV“, „აზადლღ“ გაზეთი, რადიო თავისუფლების აზერბაიჯანული სამსახურის ვებ გვერდები” – წერენ ამერიკელი კონგრესმენები.
ოფიციალურმა ბაქომ მანამდე განაცხადა, რომ სასჯელების ამოქმედების მომხრე კონგრესმენი სმითი მოქმედებს სომხური ლობის დაკვეთით, ხოლო კონგრესის მხრიდან კანონპროექტის მიღების შემთხვევაში აზერბაიჯანის მთავრობა იმუქრება საპასუხო ნაბიჯები გადადგმით.