Latest posts by Aliq Media (see all)
სომხეთში ევროკავსირის დელეგაციის ხელმძღვანელი, ელჩი პიოტორ სვიტალსკი დარწმუნებულაი, რომ ბრიუსელის სამიტის შედეგები სომხეთისთვის პოზიტიური იქნება.
„აღმოსავლეთ პარტნიორობის მომავალი, გამოწვევები და პერსპექტივები“ თემის განხილვაზე ელჩმა ასევე ისაუბრა ევროკავშირსა და სომხეთს შორის უვიზო რეჟიმის პროცესზე და მოსამზადებელი სამუშაოების დაწყება მოუწოდა.
„დაიწყეთ თქვენი შიდა მოსამზადებელი სამუშაოები, მოემზადეთ ამ დღისთვის, რადგან საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვას გამოცდილება გვიჩვენებს, რომ ქვეყანამ სერიოზული ცვლილებები უნდა განახორციელოს საკანონმდებლო სფეროში ადმინისტრაციული პრაქტიკის თვალსაზრისით, რათა შეძლოს აუცილებელი მოთხოვნების შესრულების უზრუნველყოფა. ამიტომ, დროს ნუღა კარგავთ, შეასრულეთ თქვენი საშინაო დავალება, და მე იმედი მაქვს, რომ ეს დღე დადგება“-აღნიშნა ევროკავშირის ელჩმა.