Latest posts by Aliq Media (see all)
“ირანი სომხეთის საზღვარზე, მდინარე არაქსზე ორ ელექტროსადგურს ააშენებს, ერთი ჰიდროელექტროსადგური მეორე კი მზის ელექტროსადგური იქნება”, – განაცხადა სომხეთ-ირანის მთავრობათაშორისი კომისიის თანათავმჯდომარემ ალირეზა დაემიმ.
მან ასევე ხაზი გაუსვა 50 დღის წინ სომხეთის ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრთან ჩატარებულ მთავრობათაშორის კომისიის სხდომას და აღნიშნა, რომ კომისიის მუშაობა მნიშვნელოვანია ორივე ქვეყნისთვის, როგორც ეკონომიკურ, ასევე ქვეყნებს შორის კავშირების გაძლიერების და გაღრმავებისთვის.