Latest posts by Aliq Media (see all)
ფინალში, ოთხი პარტიის ყაიმით დასრულების შემდეგ, ლევონ არონიანმა დამატებით ტაი-ბრეიქში სძლია ჩინელ მეტოქეს ლირენ დინგს.
„დღეს, პირველი თამაში ჩემთვის ძალიან მოსახერხებელი იყო, ერთადერთი პრობლემა ის იყო, რომ ყურადღება გამეფანტა, რადგან გარეთ ხმაური იყო , თუმცა ძალების მოკრება შევძელი და გავაგრძელე თამაში. ხოლო მეორე შეცდომა იყო ის, რომ თამაშში ძალიან ცუდი ნაბიჯი გადავდგი ჯარისკაცის აღებით, კარგი თმაში არ გამომივიდა. ჩემი პოზიცია ობიექტიურად დამარცხებული იყო, მაგრამ ვითარებიდან როგორღაც გამოვძვერი და წარმატებას მივაღწიე,” აღნიშნა არონიანმა.
ალიქ მედიას შეკითხვას თუ რას აპირებს მომავალში მსოფლიო თასის მფლობელმა აღნიშნა, რომ ის „დასვენებასა და შემდგომ ბრძოლას“ გეგმავს.
შეგახსენებთ, რომ 28 სექტემბერს თბილისში ჭადრაკის 2017 წლის მსოფლიო თასის ფინალის ბოლო თამაში გაიმართა.