Latest posts by Aliq Media (see all)
ფინალში, ოთხი პარტიის ყაიმით დასრულების შემდეგ, არონიანმა დამატებით ტაი-ბრეიქში სძლია ჩინელ მეტოქეს ლირენ დინგს.
დღეს თბილისში ჭადრაკის 2017 წლის მსოფლიო თასის ფინალის ბოლო თამაში გაიმართა, სადაც სომეხმა გროსმაისტერმა ლევონ არონიანმა ტაი-ბრექის ორი თამაშშივე დამარცხა ჩინელი ლირენ დინგი და 4:2 ანგარიშით გახდა მსოფლიო თასის გამარჯვებული.
2-28 სექტემბერს თბილისში ჭადრაკის მსოფლიო თასი ჩატარდა. თასში 128 მოთამაშე მონაწილეობდა. საქართველოს მოჭადრაკეები ბაადურ ჯობავა, მიხეილ მჭედლიშვილი და ლევან ფანცულაია, ასევე ნანა ძაგნიძე წარმოადგენდნენ, რომლებიც შეირჩნენ როგორც ადგილობრივი საორგანიზაციო კომიტეტის ნომინანტები. მასში მონაწილეობას მსოფლიო ჩემპიონი – მაგნუს კარლსენიც იღებდა. სომხეთი 3 მოთამაშით იყო წარმოდგენილი – ლევონ არონიანი, რ. ჰოვჰანნისიანი და ჰ. მელქუმიანი. მძიმე და ღირსეული ბრძოლის შედეგად თასის ფინალში სომხეთის მონაწილე ლევონ არონიანი და ჩინეთის მონაწილე ლირენ დინგი გავიდნენ.
თასში გამარჯვებული, ლევონ არონიანი 120,000 აშშ დოლარს მიიღებს, ხოლო მეორე ადგილზე გასული ლირენ დინგი 80, 000.