სომხეთს ბრიტანეთის სახელმწიფო მინისტრი ევროპასა და აშშ-ის საკითხებში ეწვევა

26-28 სექტემბერს, სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ედვარდ ნალბანდიანის მოწვევით, სომხეთში დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთი ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს ევროპისა და ამერიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ალენ დანქნი ესტუმრება.

სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესისა და ინფორმაციის დეპარტამენტის ინფორმაციით, მინისტრს პრეზიდენტი სერჟ სარგსიანი უმასპინძლებს. ალენ დანქნი შეხვდება ასევე პრიმიერ-მინისტრ კარენ კარაპეტიანს და პარლამენტის თავმჯდომარე არა ბაბლოიანს.

27 სექტემბერს, დაგეგმილია ედვარდ ნალბანდიანისა და ალენ დანქნის მოლაპარაკეები, მინისტრები ასევე გამართავენ ერთობლივ პრესკონფერენციას.

Leave a Reply