Latest posts by Aliq Media (see all)
რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა სომხეთის პრეზიდენტ სერჟ სარგსიანს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა.
კრემლის პრესსამსახურის განცხადებით, პუტინის მილოცვაში აღნიშნულია, რომ წელს რუსეთი და სომხეთი დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25 წელს და “მეგობრობის, თანამშრომლობისა და ურთიერთდახმარების ხელშეკრულების” ხელმოწერის 20 წლისთავს აღნიშნავს.
პუტინმა დადებითად შეაფასა ორმხრივი ურთიერთობები, ისევე როგორც ეფექტური სომხეთ-რუსული თანამშრომლობა ევრაზიის ეკონომიკური კავშირისა და დსთ-ს ფარგლებში.
რუსეთის პრეზიდენტმა ასევე იმედი გამოთქვა, რომ სომხეთსა და რუსეთს შორის ორმხრივი ურთიერთობები მომავალშიც განვითარდება კავკასიაში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის შენარჩუნების მიმართულებით “ორი ძმა-ქვეყნის” ინტერესების გათვალისწინებით.