“Create” პროექტის ფარგლებში ერევნის „Article 3“ კლუბში შეხვედრა გაიმართა პოეტ, პერფორმანსების ავტორ, მშვიდობისა და ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში აქტივისტ ირაკლი კაკაბაძესთან.
შეხვედრაზე განხილული იყო ნეგატიური და პოზიტიური მშვიდობის, განვითარებისა და გარემოს დაცვის შესახებ საკითხები.
ერევანში “Create” პროექტის ფარგლებში ირაკლი კაკაბაძეს მონაწილეობით ეს შეხვედრა პირველი არ იყო. ინტერაქციური სემინარის შემდეგ ალიქ მედიასთან საუბარში კაკაბაძემ აღნიშნა, რომ ერევანს აქვს დიდი პოტენციალი გახდეს საერთაშორისო დიალოგის ერთ-ერთი ცენტრი.
“აქ არის ძალიან საინტერესო სამოქალაქო საზოგადოება და ახალგაზრდა თაობა, რომელიც კარგად იაზრებს არსებულ პრობლემებს და რაც მთავარია არის ახალი იდეები მიღების მზაობა. მე დიდი იმედი მაქვს რომ ერევანში ძალიან ბევრ კარგ რაღაცას გავაკეთებთ.
ირაკლიმ ასევე აღნიშნა, რომ ნოემბრის 20-27 რიცხვებში მათი ორგანიზებით საერთო კავკასიური პროექტი ხელოვნებასა და გარემოს დაცვაში განხორციელდება.
„ჩვენი თანამშრომლობა ერევნელ კოლეგებთან იმედია გაგრძელდება და ყველა პრობლემურ საკითხს ერთად მივხედავთ“ აღნიშნა მან.
აღაბეკ სიმონიანი
Latest posts by აღაბეკ სიმონიანი (see all)
- ბრიუსელში ფაშინიანისა და მაკრონის შეხვედრა გაიმართა - 12/07/2018
- ფოტო: გიორგი მარგველაშვილი და ნიკოლ ფაშინიანი ნატოს სამიტზე - 11/07/2018
- აზერბაიჯანელები კაპანში - 08/02/2018