Latest posts by Aliq Media (see all)
20-21 სექტემბერს თბილისში, სასტუმრო “ბეტსში” სომხურ-ქართული საექსპერტო ფორუმის “სომხურ-ქართული ურთიერთობები, საარჩევნო პროცედურები და საკონსტიტუციო რეფორმები” მე-6 შეხვედრა იმართება.
ფორუმს ქართველი და სომეხი ანალიტიკოსები ესწრებიან.
შეხვედრაზე გაიხილავენ ორ ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს, საკონსტიტუციო რეფორმებსა და არჩევნებს.
შეხვედრის ორგანიზატორები არიან ნაციონალიზმის და კონფლიქტების კვლევის ინსტიტუტი (თბილისი) და კავკასიის ინსტიტუტი (ერევანი). შეხვედრა ფრიდრიხ ნაუმანის ფონდის “თავისუფლებისთვის” კავკასიის ბიუროს მხარდაჭერით ტარდება.