კურორტმა საირმემ მწვადის ფესტივალს უმასპინძლა

16-17 სექტემბერს საირმეში Barbecue Festival გაიმართა, რომელშიც 9 რესტორნიდან მოწვეული მზარეულები იღებდნენ მონაწილეობას.

ფესტივალზე ასევე გაიმართა კონკურსი საუკეთესო მწვადის გამოსავლენად. რესტორნებმა “სამი საუკუნე”, “შარბათი”, “წისქვილი”, “კოლხური”, “მწვადიაური”, “სახლი მადათოვზე”, “მაის ბარი”, “ბეღელი” და “ქრონ პალასი” სხვადასხვა სახის მწვადი წარმოადგინეს. საკონკურსო მწვადს ყველა რესტორანი თავისებურად, განსხვავებული რეცეპტით და სხვადასხვა ცხოველის ხორცით ამზადებდა.


“ჩვენი ინიციატივის ერთ-ერთი მიზანია, რომ ყველამ გაიგოს, თუ რამდენად სასიამოვნოა საირმეში. ჩვენ ყოველთვის მზად ვართ ჩვენი სტუმრებისთვის სასიამოვნო დასვენების უზრუნველყოფად”, – ღონისძიების ორგანიზატორმა თარმილა მარეხაშვილმა “ალიქ მედიას” განიცხადა.

მოგვიანებით ფესტივალმა სომხურ-ქართული ხასიათი მიიღო: ჟიურის წევრმა, “სომხური კულინარიული ტრადიციების განვითარებისა და კონსერვაციის” არასამთავრობო ორგანიზაციის თავმჯდომარემ სედრაკ მამულიანმა აღიარა, რომ დედის მხრიდან ის ქართველია, ხოლო ღონისძიების ორგანიზატორმა, თარმილა მარეხაშვილმა კი, რომ ის სომეხია დედის მხრიდან.

“ეს ხელს შეუწყობს ჩვენს მომავალ თანამშრომლობას და ჩვენ დავიწყებთ სომხურ-ქართულ ერთობლივ “მწვადის ფესტივალის” ჩატარებაზე ფიქრს, რადან მე კარგად ვიცი ქართული სამზარეულო, დარწმუნებული ვარ თარმილამაც კარგად იცის ჩვენი კულტურა. ჩვენი სამზარეულოები კი არ უნდა დაპირისპირდნენ, არამედ უნდა კომბინირებული იყვნენ”, – აღნიშნა სედრაკ მამულიანმა.

“მწვადის ფესტივალი 2017”-ის საბოლოო შედეგების თანახმად, საუკეთესო მომსახურებისთვის რესტორანი “შარბათი” დაჯილდოვდა, საუკეთესო გემო – “წისქვილი” და “მწვადიაური”, ორიგინალური მიტანა “ბეღელი”, სპეციალური გემო “სახლი მადათოვზე” და გემრიელი მიტანა “სამი საუკუნე”. გრან პრი “მაის ბარმა” მიიღო.
მიუხედავად იმისა, რომ ფესტივალი დასრულდა რამდენიმე გამარჯვებით, მამულიანის თქმით, “გაიმარჯვა საქართველომ”.

Leave a Reply