Latest posts by Aliq Media (see all)
“თუ რამე ტექნიკური პრობლემები არ შეიქმნა, 28 ოქტომბერს დაგეგმილია ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალის ოფიციალური გახსნა”, – განუცხადა “აზერბაიჯანის რკინიგზის” ხელმძღვანელმა ჯავიდ გურბანოვმა საინფორმაციო სააგენტო “აზერტაჯს”.
7 თებერვალს, საქართველოს, აზერბაიჯანისა და თურქეთის ლიდერებმა ხელი მოაწერეს ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის დერეფნის შექმნის შეთანხმებას.
აღსანიშნავია, რომ ეს ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის ოფიციალური გახსნის შესახებ პირველი განცხადება არ არის. ბოლოს, გახსნა 2017 წლის მარტისთვის იყო დაგეგმილი, რომელიც ტექნიკური მიზეზების გამო გადაიდო.