Latest posts by Aliq Media (see all)
თბილისი ვაჟთა შორის ჭადრაკის რიგით მე-15 მსოფლიო თასს მასპინძლობს, რომელიც ორ სექტემბერს დაიწყო და 28 სექტემბრამდე გასტანს.
ტურნირში 48 ქვეყნის 128 მოჭადრაკე ასპარეზობს, მათ შორის, მსოფლიო საჭადრაკო რეიტინგის ტოპ-25 მოჭადრაკე. ასევე, წელს პირველად მსოფლიო თასის გათამაშების ისტორიაში, ტურნირში მოქმედი ჩემპიონი, ნორვეგიელი მაგნუს კარლსენი მონაწილეობს.
საქართველოს მოჭადრაკეთა ეროვნული ნაკრების ლიდერი ბაადურ ჯობავა თბილისში მიმდინარე მსოფლიო თასზე ასპარეზობას წარმატებით განაგრძობს. შავებით მოასპარეზე ქართველმა მოჭადრაკემ იოლად გაათანაბრა ანგარიში მსოფლიოს ერთ-ერთ ძლიერ მოთამაშე ამერიკელ უესლი სოსთან.
მსოფოფლიო თასზე სომეხმა მოჭადრაკემ ლევონ არონიანმა (სომხეთი 2802) მერვე ნახევარფინალში ჯერჯერობით 1/2:1/2 ანგარიშით გაუთანაბრდა დანიილ დუბოვს (რუსეთი 2666).