Latest posts by Aliq Media (see all)
სააგენტო tert.am -ის ინფორმაციით, 12 სექტემბერს ჰადრუთის რაიონის აღმოსავლეთით, მთიანი ყარაბაღის ხელისუფლებასთან შეთანხმების თანახმად, ეუთოს მისიამ მთიანი ყარაბაღისა და აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების შეხების ხაზის გეგმიური მონიტორინგი განახორციელა.
ამის შესახებ მთიანი ყარაბარის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური იუწყება – წერს სააგენტო.
„მთიანი ყარაბაღის პოზიციებიდან მონიტორინგი განახორციელეს ეუთოს მოქმედი თავმჯდომარის პირადმა წარმომადგენელმა, საველე ასისტენტებმა – გენადიე პეტრიკამ (მოლდოვა) და მიხაილ ოლარუმ (მოლდოვა), ასევე ეუთოს მოქმედი თავმჯდომარის პირადი წარმომადგენლის ოფისის თანამშრომელმა მარტინ შუსტერმა (გერმანია). შეხების ხაზის მეორე მხარეს მონიტორინგი ეუთოს მოქმედი თავმჯდომარის პირადმა წარმომადგენელმა, ელჩმა – ანჯეი კასპშიკიმ, მისმა საველე ასისტენტებმა ოგნენ იოვიჩიმ, (ბოსნია და ჰერციგოვინა) და საიმონ თილერმა (დიდი ბრიტანეთი) განახორციელეს.
მონიტორინგის მისიის ჯგუფს მთიანი ყარბაღის მხრიდან საგარეო საქმეთა და თავდაცვის სამინისტროების წარმომადგენლები უძღვებოდნენ.
სააგენტოს ცნობით, აზერბაიჯანმა წინა მონიტორინგის დროს ეუთოს ჯგუფს ცეცხლი გაუხსნა.