Latest posts by Aliq Media (see all)
11 სექტემბერს, სომხეთის საგარეო სამქმეთა მინისტრი ედვარდ ნალბანდიანი სამუშაო ვიზიტით სომხეთში მყოფ საქართველოს ვიცე-პრემიერსა და საგარეო საქმეთა მინისტრს მიხეილ ჯანელიძეს შეხვდა.
მინისტრებმა აღნიშნეს, რომ ბოლო წლების განმავლობაში ორ მეზობელ ქვეყანას შორის ურთიერთობები საგრძნობად გაღრმავდა. მხარეებმა ხაზი გაუსვეს, თავიანთი უწყებების წვლილს საქართველო-სომხეთს შორის დადებული შეთანხმებების განხორციელებაში.
ედვარდ ნალბანდიანმა და მიხეილ ჯანელიძემ ორმხრივი დღის წესრიგის საკითხების ფართო სპექტრი განიხილეს. საუბარი შეეხო, პარლამენტთაშორის ურთიერთობებს, სავაჭრო-ეკონომიკურ კავშირებს, სატრანსპორტო ინფრასტრუქტურას, თანამშრომლობას ენერგეტიკის, კულტურის, ტურიზმისა და სხვა სფერობეში.
მხარეებმა ასევე განიხილეს საქართველოს სომხური სათვისტომოსთვის მნიშვნელოვანი საკითხების გადაწყვეტის მიმართულებით გადადგმული ნაბიჯები.
ედვარდ ნალბანდიანმა ქართველ კოლეგას ყარაბაღის კონფლიქტის დარეგულირების პროცესში სომხეთისა და ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეების საერთო ძალისხმევაზე ესაუბრა.