სერჟ სარგსიანმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს უმასპინძლა

11 სექტემბერს, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე მეზობელ სომხეთს სამუშაო ვიზიტით სტუმრობს.

მინისტრი სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა სერჟ სარგსიანმა მიიღო.  მხარეებმა შეხვედრაზე ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.

საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ შეხვედრის დასაწყისში მეგობარ სომხეთს ბორჯომის ტყის ხანძარის დროს გაწეული დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა.

ორმხრივი ურთიერთობების გარდა, სერჟ სარგსიანმა და მიხეილ ჯანელიძემ საერთაშორისო დონეზე სომხურ-ქართული თანამშრომლობის საკითხები განიხილეს, ასევე იმსჯელეს მრავალმხრივი ურთიერთობების განვითარებასთან დაკავშირებულ საკითხებზე.

შეხვედრაზე მხარეებმა მოსაზრებები გაცვალეს რეგიონალური და საერთაშორისო საკითხებზე, ასევე განიხილეს მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მოგვარების გზები.

Leave a Reply